საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას – „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების სიას აქვეყნებს.

მათი ცნობით, წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქვეყანას OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან.

ამ ეტაპისთვის, ცნობილი ხდება რომ კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე შემდეგ თარიღებში გაიმართება:

10 მაისი – OneRepublic, Black sea arena

31 მაისი – Scorpions, Black sea arena

18 აგვისტო – Jungle, BSA Front Stage

Black Sea Arena-ს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში კიდევ ერთი თარიღი 28 ივლისია მითითებული, თუმცა აღნიშნული არ არის, ვისი ჩამოყვანაა ამ დროისთვის დაგეგმილი.

„შეკვეთილში ზაფხულის მუსიკალური ოდისეა 10 მაისს იწყება! აჰყევი ვარსკვლავებს, შეუერთდი მუსიკალურ ორბიტას

ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე OneRepublic-ის ბილეთების შეძენას შეძლებთ“, – ნათქვამია Black Sea Arena-ს ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო, რა დროსაც 3 ლოკაციაზე 6 კონცერტი დაიგეგმა, აქედან 5-6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ვერ შედგა.

სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…